logo
ENG



უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: სუმის რამდენიმე ქალაქში სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა

06 მარ 202212:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/d46pjgjr58e727m.png

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, სუმის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახტირკაში, ტროსტიანეცსა და მარიუპოლში სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა. ამის შესახებ დენისენკომ ტელეკომპანია უკრაინ-24-თან საუბრისას თქვა.

მისი თქმით, ახტირკასა და ტროსიანეცში ელექტროენერგია და წყალი არ არის, მარიუპოლში კი მოსახლეობამ ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობა ვერ შეძლო.

დენისენკოს თქმითვე, ღამემ შედარებით მშვიდობით ჩაიარა.


close დახურვა