logo
ENG



უკრაინის შსს: ოკუპანტებმა 6 ხიდი გაანადგურეს და 32 სამოქალაქო დაწესებულებას გაუხსნეს ცეცხლი

24 თებ 202223:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/bdg3nhh72qpsgsd.png

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ალიონა შევცოვა ამბობს, რომ უკრაინის შსს-ს ინფორმაციით რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში 6 ხიდი გაანადგურეს და ცეცხლი გაუხსნეს 32 სამოქალაქო დაწესებულებას.

„მინდა აღვნიშნო, რომ რუსი ოკუპანტები მხოლოდ სამხედრო ობიექტებს არ ესხმიან თავს, როგორც ამას რუსული მედია ავრცელებს. მათ შორისაა საავადმყოფოები და მოქალაქეების საცხოვრებლებიც, რისი ამსახველი ვიდეომასალაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება" - აცხადებს შევცოვა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინაში არსებულ სხვადასხვა ობიექტს 393-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

უკრაინის შსს აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დამატებით სხვა ქალაქებშიც გამოცხადდება კომენდანტის საათი, რაც სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა