logo
ENG



უკრაინის ცნობით, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

10 მაი 202213:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/7bri91fll455iio.jpg

უკრაინის ცნობით, მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

"ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ იქ იმყოფება, არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმის სიხშირეს,” - თქვა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

პეტრო ანდრიუშჩენკო, რომელიც მარიუპოლში არ იმყოფება, ხალხთან კონტაქტს ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან ქარხნის კვლავ შტურმით აღების მცდელობა წარუმატებელია.

გასულ კვირას, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია აზოვსტალიდან, ხოლო დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა მამაკაცები არიან.

7 მაისს, აზოვსტალიდან იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ქარხანაში, რომელსაც უკრაინული მხარე მარიუპოლში აკონტროლებს უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან.


close დახურვა