logo
ENG



უკრაინის ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა მელიტოპოლში ოკუპანტების სამხედრო ბაზას დაარტყეს

15 ოქტ 202213:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/mcucd2kzjnxms13.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზას დაარტყეს.

"გუშინ საღამოს, აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა: 4 ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მტრის სამხედრო ბაზამ, რომლის აღდგენასაც ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობენ, კიდევ ერთხელ განიცადა ზარალი," - თქვა მელიტოპოლის მერმა.

მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, აფეთქება 11 ოქტომბერსაც მოხდა. მისი თქმით, აფეთქებები მოხდა ქალაქის აეროდრომზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განალაგეს სამხედრო ბაზა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა