logo
ENG



უკრაინის ცნობით, დონეცკის რეგიონიდან დღეში საშუალოდ 600-700 ადამიანის ევაკუაცია ხდება

12 აგვ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/12/ub7cbpd60niigly.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის რეგიონიდან დღეში საშუალოდ 600-700 ადამიანის ევაკუაცია ხდება.

"ევაკუაცია გრძელდება, როგორც დაგეგმილი იყო, ხალხის უმეტესობა წავიდა - ეს არის რეგიონის სამი მეოთხედი, დღეში საშუალოდ 600-700 ადამიანი," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა