ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის განცხადებით, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხალხი კი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
"7 სექტემბერს, დილით, მრავალრიცხოვანი დაბომბვის შედეგად ქვესადგურ "ლუჩი"-ს დაზიანების შემდეგ, ენერგოდარის 1-2 უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
თვეების განმავლობაში აქ ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რუსული პროვოკაციების შედეგებს და რეალურად ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა," - თქვა ენერგოდარის მერმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.