logo
ENG



უკრაინის ცნობით, ლუჰანსკის შემდეგ რუსეთი დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადება

04 ივლ 202212:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/04/t72gdhvaw3o3jh6.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან.

"სლავიანსკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების გზით ცდილობენ ბოხოროდიჩნეს, მაზანივკასა და დოლინას დასახლებებზე კონტროლი დაამყარონ," - თქვეს უკრაინელმა სამხედროებმა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსული სამხედრო ძალების აქცენტი ახლა სლავიანსკსა და კრამატორსკზეა გადატანილი. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მტერი ჯარებს შეტევის განახლებისთვის აგროვებს.

"ამ მიზნით ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იზიუმის რეგიონიდან სნიჟკივკას დასახლების მიმართულებით გადავიდა," - ნათქვამია განცხადებაში.  


close დახურვა