logo
ENG



უკრაინის ცნობით, ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა

19 ივლ 202211:41
3 წუთის საკითხავი
 

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, სერჰი ბრაჩუკის განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია.

ბრაჩუკის თქმით, ქალაქ ოდესას რუსულმა ძალებმა 7 რაკეტა ესროლეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 სახლი და სულ მცირე 2 შენობა განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა