logo
ENG



უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ოლქში დეპორტაცია დაიწყეს

30 სექ 202216:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/li0q9ndrwsrtwph.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია დაიწყეს.

"ჩვენს მოსახლეობაზე ზეწოლა მძაფრდება. დაიწყო იმ ადამიანების მასობრივი დეპორტაცია, ვინც ყალბ რეფერენდუმს წინააღმდეგობა გაუწია," - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ფედოროვის თქმით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში მასიურად ითვისებენ ხალხის ქონებას, კერძოდ მათ საცხოვრებელ სახლებსა და ბინებს. მელიტოპოლის მერი აღნიშნავს, რომ რუსული ძალები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.

"ეს კეთდება მიზანმიმართულად, რათა მოსახლეობაზე დამატებითი ზეწოლა შეიქმნას. რაშისტები ცდილობენ მოიპარონ ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი, რადგან ესმით, რომ იქ დიდი ხნით არ არიან," - განაცხადა ფედოროვმა.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.


close დახურვა