logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსებმა კრამატორსკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

03 დეკ 202219:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/ne3eqy8r4oqbctf.jpg

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

"რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის ინდუსტრიულ ზონას 4 რაკეტა ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა", - აცხადებს კრამატორსკის საკრებულო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რუსები კი ყოველდღიურად უზარმაზარ ზარალს განიცდიან.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა არაერთხელ დაბომბეს კრამატორსკი. კერძოდ, 19 ნოემბერს, რუსმა სამხედროებმა კრამატორსკის კერძო სექტორს ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა 14 სახლი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა