logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს

06 სექ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/gpubfaacutjnxoy.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს.

"კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ძლიერი ხანძარია ნავთობბაზაზე. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება," - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა