logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები მე-9 დღეა ვუჰლედარს ინტენსიურად ბომბავენ

01 თებ 202321:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/egxznm65isgwynr.jpg

ვუჰლედარის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, მაქსიმ ვერბოვსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები მე-9 დღეა ვუჰლედარს ინტენსიურად ბომბავენ.

"რუსი ოკუპანტები უკვე მე-9 დღეა ვუჰლედარს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში სახლების 100% დაზიანებულია. განადგურებულია თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა. არ არის გათბობა, წყალი, დენი. ვუჰლედარში კიდევ 500 კაცია დარჩენილი, ხალხი სარადაფებში იმალება", - თქვა ვუჰლედარის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, 2023 წელს რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულ ოკუპაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა