logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში სამხედრო ცენზურა შემოიღეს

30 ოქტ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/visj06d807c5lg6.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში სამხედრო ცენზურა შემოიღეს.

"ოკუპანტებმა სამხედრო ცენზურა შემოიღეს - ისინი ამოწმებენ მაცხოვრებლების ტელეფონებს და არკვევენ ვისთან ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, სად და რა სიახლეებს კითხულობენ.

თუ ტელეფონის შემოწმებისას ოკუპანტები ინფორმაციის პროუკრაინულ წყაროს დაინახავენ, მოსახლეობას აჯარიმებენ. განმეორებით შემოწმებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი სამხედროები ადამიანს სარდაფში ჩასვამენ," - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ფედოროვის თქმით, მელიტოპოლისა და ზაპოროჟიეს ოლქის სხვა ტერიტორიების ოკუპაციის პირველივე დღეებიდან რუსებმა დაბლოკეს უკრაინული ტელეკომის ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები, ტელე და რადიო მაუწყებლობა.

უკრაინული მედიის ცნობით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში მოქალაქეებზე ზეწოლა დაიწყეს.


close დახურვა