დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს.
"დღეს დილით რუსებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს - ადგილობრივ მრავალსპეციალისტურ რეანიმაციას დაარტყეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, შენობა კი ნაწილობრივ დაინგრა: სახურავი და კედლები დაზიანდა, ფანჯრები ჩაამსხვრიეს," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები კვლავ ურტყამენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და პანიკის დათესვას ცდილობენ.
"ეს არის სუფთა ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა!" - განაცხადა კირილენკომ.
21 ოქტომბერს, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის "გრადის" სარაკეტო სისტემებიდან. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აქტიური საომარი მოქმედებები აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება.
22 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ბახმუტთან მოიგერიეს.