logo
ENG



უკრაინის ცნობით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

07 ივნ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/ahp64th68anbvm6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ინტენსიური ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლისთვის გრძელდება. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რუსული ძალები არტილერიას, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებენ.

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ლისიჩანსკში სამთო კოლეჯი დაბომბეს, რომელიც მდინარე სივერსკი დონეცის გასწვრივ მდებარეობს.

ჰაიდაი აღნიშნავს, რომ რუსეთი სოფელ ბილოჰორივკაში, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დასავლეთით, დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს იყენებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა