logo
ENG



უკრაინის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა დღეს სულ მცირე 18 რუსული რაკეტა გაანადგურეს

11 ოქტ 202217:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/kgs2wjin7v3x4sk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, დღეს უკრაინის ცაზე სულ მცირე 18 რუსული რაკეტა განადგურდა.

"დღეს დილით, 4 რაკეტა განადგურდა სამხრეთში და დაახლოებით ერთი საათის წინ, ბოლო ინფორმაციით, კიდევ 14 საკრუიზო რაკეტა - ეს არის წინასწარი მონაცემები. ფაქტობრივად, ამ დროისთვის, საჰაერო თავდაცვამ დღეს 18 საკრუიზო რაკეტა გაანადგურა," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა.

იგნატი აღნიშნავს, რომ მტრის რაკეტების განადგურებამდე ჩართული იყო ყველა ძალა და საშუალება, მათ შორის ავიაცია და საზენიტო-სარაკეტო ჯარები.

უკრაინის ცნობით, დღეს მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა 5 საათზე მეტ ხანს ისმოდა. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, რივნეს, კიროვოგრადის და ლვივის რეგიონებში.

გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.


close დახურვა