დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვსკის საკრებულოს წევრის, ნიკოლაი დოვბნიას განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტში გარკვეული ტაქტიკური წარმატება აქვთ.
"შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ ოკუპანტებმა ბახმუტიდან უკან დაიხიეს. რასაც რუსი საზღვაო ქვეითები აკეთებენ, ახლოსაც არ არიან უკრაინის სპეცრაზმის ძალებთან.
მტერს არ აქვს გააზრებული შეტევები, ისინი უბრალოდ წინ მიდიან. ჩვენს მეთაურებს უფლება აქვთ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები პოზოციებზე მოქმედებების შესახებ," - თქვა დრუჟკოვსკის საკრებულოს წევრმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვარაუდობს, რომ ახლა რაშისტები ცდილობენ ბახმუტის, სოლედარის, მარინკას და ავდიივკას დაკავებას.