უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერაციული დირექტორატის წარმომადგენელი, ოლექსეი გრომოვი ავრცელებს.
"შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე", - თქვა გრომოვმა ბრიფინგზე.
გრომოვის თქმით, ბახმუტის მიმართულებით რთული, თუმცა კონტროლირებადი ვითარებაა. ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას.
გრომოვი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ბახმუტის გარშემო განლაგებას ცდილობენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ხაზის კონტროლს.
"ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა", - აცხადებს გრომოვი.