რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 127 სამედიცინო დაწესებულება სრულად გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
"ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში, მტერმა 826 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა. კიდევ 127 რუსებმა სრულად გაანადგურეს. ამასთან, უკვე აღვადგინეთ დამპყრობლის მიერ დაზიანებული 62 ობიექტი", - აცხადებენ უკრაინის ჯანდაცვაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, აგრესორის მიერ განადგურებული ან დაზიანებული სამედიცინო ობიექტების აღდგენით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც აღნიშნულია, ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც უკრაინას სამედიცინო დაწესებულებების აღდგენაში დაეხმარება, ჯანდაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Project Hope-ია.