logo
ENG



უკრაინის ჯარმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეში ოკუპანტების ლოჯისტიკურ შტაბზე

28 ივლ 202301:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/nfzbvm82859rad7.jpg

უკრაინის ჯარმა მასობრივი იერიში მიიტანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში, ქალაქ ტოკმაკში ოკუპანტების მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ შტაბზე.

ინფორმაციას ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ რეგიონული ლიდერი, ვლადიმირ როგოვი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინა ტოკმაკს, სულ მცირე, 3 რაკეტით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ტოკმაკი რუსეთის ლოჯისტიკური შტაბია ზაპოროჟიეს სამხრეთში, სადაც ასევე გადის რკინიგზა, რომელიც მას ყირიმთან აკავშირებს. პუნქტი უკრაინის ფრონტიდან 20-25 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინა რაკეტებით მას რამდენჯერმე დაესხა თავს, თუმცა საარტილერიო სისტემებით შეტევას მანძილის გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს.


close დახურვა