logo
ENG



უკრაინის ჯარმა ხარკივში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

17 აპრ 202223:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/tt5okdymcwol5is.png

უკრაინის ჯარმა ხარკივის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. ინფორმაციას ხარკივის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვა ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის ჯარმა წარმატებული ოპერაციები ჩაატარა. ის ამბობს, რომ სამხედროები გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით, სოფელ მალაია როგანთან.

"ხარკივის რეგიონში ჩვენი დამცველები ახორციელებენ რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას, რის შედეგადაც დამპყრობლებს რეგიონული ცენტრიდან აშორებენ", - ამბობს სინეგუბოვა.


close დახურვა