logo
ENG



უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ირანის რევოლუციური გვარდია იღებს

11 იან 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
3vfd04djnhnm6s2.jpg

უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოინგი „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და პირობას დებს, რომ საჰაერო სისტემები მომავალში განახლდება.

ირანის შეიარაღებული ძალებს გენერალურმა შტაბმა აღიარა „უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდების ფაქტი და „შემთხვევითობით“ ახსნა - როგორც შტაბში განაცხადეს, თვითმფრინავი „ადამიანური გადაცდომით, უნებურად“ ჩამოაგდეს.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდა 8 იანვარს - ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176 მგზავრი გარდაიცვალა.


close დახურვა