logo
ENG



უკრაინული მედია: ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალები უკრაინისკენ მიემართებიან

27 თებ 202216:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/2hpk2659xd33nkz.png
LB.ua

უკრაინულ მედია გამოცემა Зеркало недели-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალები უკრაინისკენ მიემართებიან და სავარაუდოდ, ქალაქ კიევსა და ჟიტომირში დაეშვებიან.

Зеркало недели ცნობით, მათ ინფორმაცია დიპლომატიური წყაროებისგან მიიღეს. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, ბელარუსის მხრიდან უკრაინაში საკუთარი სამხედრო პერსონალით შეჭრას ნიშნავდეს.


close დახურვა