logo
ENG



უკრაინული მედია: ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ

04 მაი 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/n6t3alo5z2wrw4v.jpg

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში ოკუპანტები შეიჭრნენ.

მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზოვსტალის ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, თუმცა ქარხანაში შეღწევა რუსებმა დღეს შეძლეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კავშირი გაწყდა.

"სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კომუნიკაცია დაიკარგა. არანაირი კავშირი არ გვაქვს იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ადგილზე. გუშინ გვქონდა კომუნიკაცია, დღეს არ არის", - თქვა ბოიჩენკომ.

გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი იერიში მიიტანეს. ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ბომბებს მიწისქვეშა საწყობებში ემალებიან.


close დახურვა