logo
ENG



უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში ბაიდენთან შესახვედრად გაემგზავრა

10 თებ 202400:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/rjbz3vca0hznxq5.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად გაემგზავრა.

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში შეხვედრისას, გერმანიის კანცლერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დაფინანსების საკითხი უნდა განიხილონ.

შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის მხარდაჭერაში, თუმცა მისი თქმით, შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, უკრაინის მდგომარეობა ახლა ძალიან რთული იქნებოდა.

27 იანვარს, გამოცემა Bloomberg-მა დაწერა, რომ შოლცი ბაიდენთან შეხვედრას აპირებს, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ. მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.


close დახურვა