logo
ENG



უკრაინული მხარის თქმით, შეთანხმების რატიფიცირებამდე ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს

29 მარ 202217:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/kjuszosxjhmqw5c.jpg

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ შეთანხმების რატიფიცირებამდე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლითაც ხელშეკრულების შეთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. ამის შესახებ დელეგაციის წევრმა ალექსანდრე ჩალიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ უნდა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიკაცია უკრაინის და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებმა.

როგორც დელეგაციის წევრი აცხადებს, აღნიშნული რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს "რეალურ ფორმატში" და არა - ონლაინ, ხელმოწერა კი შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ.

სტამბოლში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა.


close დახურვა