გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით რუსების საბრძოლო მასალის 5 საცავი გაანადგურეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
მათი თქმით, "მტრის ჯარი ძირითადად დემორალიზებულია, მაგრამ წინააღმდეგობას უწევს".
"გრძელდება მტრის რეზერვების და სამეთაურო პუნქტების განადგურება და სატრანსპორტო მარშრუტების სახანძრო კონტროლი", - აცხადებენ სარდლობა.
მათივე ინფორმაციით, გუშინ უკრაინის ავიაციამ ოკუპანტებს 18 დარტყმა მიაყენა.
"ჩვენმა ავიაციამ 18 დარტყმა მიაყენა სარდლობასა და დასაყრდენებს, საბრძოლო მასალისა და საწვავის და საპოხი მასალების საწყობებს, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ობიექტებს. სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა შეასრულეს მთელი რიგი საცეცხლე მისიები 9 საკონტროლო პუნქტზე, 2 საბორნე გადასასვლელზე"- აცხადებენ ისინი.