logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა შევჩენკოვეში, კუპიანსკთან ახლოს თავიანთი ქვეყნის დროშა აღმართეს

09 სექ 202215:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/09/t9aov85gckt0gpw.png

უკრაინის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა თავიანთი ქვეყნის დროშა ხარკივის დასახლებაში, შევჩენკოვეში აღმართეს, რომელიც კუპიანსკთან ახლოს, 30 კილომეტრში მდებარეობს.

კუპიანსკი რუსული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრია უკრაინაში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას შეინარჩუნებენ, შესაძლოა მას საფრთხე შეექმნას.

გუშინ, ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ძალები კუპიანსკის მიმართულებით სულ მცირე 20 კმ-ით დაწინაურდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში ხარკივის მიმართულებით 50 კმ-ით წინ წაიწიეს. ამასთან, გენშტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის მთავარი ქალაქი ბალაკლეა დაიბრუნეს. ამასთან, ზელენსკის თქმით, 1-ლი სექტემბრიდან, უკრაინელმა მებრძოლებმა ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.


close დახურვა