უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვართან მდებარე კიდევ ერთ სოფელში უკრაინის დროშა აღმართეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
კერძოდ, უკრაინულმა ძალებმა სოფელი ტერნოვაია გაათავისუფლეს.
ერმაკმა ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მე-14 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი დროშას სოფელში მდებარე კოშკზე დგამს.
გუშინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.
***
6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.
ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია.
10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს.
რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.