logo
ENG



უკრაინულმა ჯარმა ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა

06 აპრ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/a12poj3u5vcymap.png

უკრაინულმა ჯარმა ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგეს კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები კი სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.

გენშტაბის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსები ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონში მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის მარაგი იწურება.


close დახურვა