ულტრამემარჯვენეების გამოსვლა იტალიაში არეულობაში გადაიზარდა. რადიკალური მოძრაობა „ფორცა ნოვას" მომხრეები რომში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები დაუშინეს, შემდეგ კი იერიში სამართალდამცველებზე მიიტანეს. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია მშვიდობიანად დასრულდა მილანში.