logo
ENG



უმეროვი: ომში ჩვენი გამარჯვება უკრაინის დამცველების ბრძოლის შედეგი იქნება

26 დეკ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/26/vsq0auw6bcmxeni.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება უკრაინის დაცველების ბრძოლის შედეგი იქნება.

"ჩვენი გამარჯვება არ იქნება საშობაო სასწაული ჰოლივუდის ფილმიდან. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. მათი, ვისაც ფრონტზე იარაღი უჭირავს და ვინც იბრძვის, ვისაც მოაქვს ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ.

უკრაინის დამცველები უკრაინელ ხალხს იმედს და ძალას აძლევენ, რათა ერთიანობა შეინარჩუნონ", - ამბობს უმეროვი.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის ამოცანაა, მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას თავი.


close დახურვა