logo
ENG



უმოქმედო პოლიცია - შაბათის ფორმულა

04 მარ 202320:39
3 წუთის საკითხავი
 

რუსული ფულის სამრეცხაოდ ქცეული საქართველო, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველო კომფორტულ ადგილად იქცა - რუსული გზავნილებისთვის. შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოამზადა რეპორტაჟი და გაშიფრა სქემა, როგორ შედის არალეგალურად, საქართველოს გავლით დოლარი და ევრო ოკუპანტ რუსეთის ფედერაციაში. 2 დღეს, შაბათის ფორმულაში,  გიყვებით კიდევ ერთ ინციდენტზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და რომელიც ისევ რუსულ გზავნილებს უკავშირდება. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით, რუსეთიდან, რუსეთის მოქალაქეს თბილისში 11 300 დოლარი გადმოურიცხეს და ის ადრესატს, საქართველოს მოქალაქის დახმარებით უნდა გაეტანა. შუამავალმა ფული აიღო და გაიქცა. დაზარალებულმა პოლიციას იმავე მომენტში მიმართა, ფულის მიმთვისებელი დროებით დააკავეს, თუმცა პოლიციამ ის - გაურკვეველი მიზეზით მალევე გაათავისუფლა. დაზარალებული მხარე და მისი ადვოკატი - ეჭვობენ რომ ათასობით დოლარის მიმთვისებელი კაცი - შესაძლოა სუს-ის აგენტია და პოლიციის ხელშეუხებლობის გარანტიაც ამ მიზეზით აიხსნება. 


close დახურვა