„დროება“ სიუჟეტების ციკლს იწყებს, სადაც გაიგებთ ადამიანებზე, რომლებიც ბევრისთვის საკუთარი მეურნეობის, ბიზნესის, თუ ზოგადად საქმიანობის დაგეგმვის მაგალითად შეიძლება გამოდგეს. მათი ისტორიები ბევრი ადამიანისას შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ აუცილებლად გამოიკვეთება ის განსხვავებები, რამაც „დროების“ პერსონაჟები თავიანთ საქმეში წარმატებულებად აქცია.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი და ბორდის წევრი, სავაჭრო სამრეწველო პალატის ბორდის წევრი, საქართველოს ბანკის აგროპროექტების კოორდინატორი, იფადის პროგრამის მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერი, აგრობლოგერი, სამი შვილის მამა - ეს 35 წლის ბექა გონაშვილია. ადამიანი, რომელიც სოფლის მეურნეობაში წარმატების კარგი ფორმულა და ლამის იდეალური მაგალითია. ბექას წარმატება წარუმატებლობასა და ცოდნაზეა დაფუძნებული. მისი ოჯახი ახლა აგროპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და არა მარტო.
რა გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ქართველი გლეხი წარმატებულ ფერმერად ჩამოყალიბდეს - ამ კითხვაზე პასუხის პოვნას „დროების“ სიუჟეტში შეძლებთ.