კანცელარიასთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დააჯარიმეს. ისინი კანცელარიასთან აქციას მართავდნენ. მათი თქმით, აქციაზე ყველა წესი დაცული იყო და ისინი ადგილზე დისტანციას იცავდნენ.
„უნამუსოდ, უპასუხისმგებლოდ, პატრული გვიწერს არიმებს, რადგან მთავრობა ვამხილეთ ბინძურ საქმიანობაში, იმაში, რომ ფული იხარჯება არამიზნობრივად როცა უნდა ხმარდებოდეს ხალხს ხმარდება ცესკოს შენობის რემონტს“,-აცხადებს მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი.