![2024/07/01/3gpx8v54gowoljn.gif](/uploads_script3/articles/2024/07/01/3gpx8v54gowoljn.gif)
დღეიდან, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება და ა.შ.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა ის ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება.