logo
ENG



უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა

22 აპრ 202616:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/22/ncx44sb21wsd7fp.jpg

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მასზე ვეტო მოხსნა.

ამით ევროკავშირმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინისთვის მასშტაბური სესხის საბოლოო დამტკიცების პროცედურაში.

საუბარია ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცებაზე. ეს არის ბოლო ტექნიკური ეტაპი, რომელიც აუცილებელია კიევისთვის სესხის ამოქედებისთვის. ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა სესხის საბოლოო დამტკიცებას.

ეს საკითხი უნგრეთის ვეტოს გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუწყვეტელი რჩებოდა.

ამასთან, ევროკავშირის ელჩებმა დღესვე დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას.


close დახურვა