logo
ENG



უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

26 თებ 202420:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/rprlxqpxekzjrz0.jpg

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ოფიციალური ბუდაპეშტის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება. საკითხს პარლამენტის 188-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 კი წინააღმდეგი იყო.

ამასთან, უნგრეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელსაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება უნდა მოეხდინა. მანამდე გადაწყვეტილება თურქეთმა მიიღო. ორივე ეს ქვეყანა შვედეთის ალიანსი გაწევრიანებას დაბრკოლებებს უქმნიდა. 

უნგრეთის პარლამენტის ხსენებულ გადაწყვეტილებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. მისი თქმით, "შვედეთის წევრობა ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის".

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფა კრისტერსონი კი ამბობს, რომ "დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს".

***

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.

ალიანსში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმოაა საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.

გასული წლის აპრილში ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.

 

 


close დახურვა