logo
ENG



უნგრეთში მმართველი პარტიის წევრმა და ბოჩას მერმა ხმა ოპოზიციურ პარტია მისცა

12 აპრ 202616:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/hgio5vmop0ib9kc.png

უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრმა და ბოჩას მერმა, სიოკე-ტოტმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხმა ოპოზიციურ პარტია „ტისას“ მისცა.

სიოკე-ტოტმა, რომელმაც 2024 წლის მერის არჩევნებში „ფიდესის“ სახელით ხმების 71%-ზე მეტი მოიპოვა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა:

„ყველას კეთილი გულით გირჩევთ: დღეს ისარგებლეთ თქვენი ხმის მიცემის უფლებით! მე ხმას ვაძლევ ევროპულ ღირებულებებს რუსული გავლენის წინააღმდეგ. ხელისუფლების სუსტი მუშაობისა და იმ ომის შიშის ნაცვლად, რომლითაც ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, მე მხარს ვუჭერ ერთობას, რომელიც ერისთვის იმედს ნიშნავს. დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან!“ - წერს სიოკე-ტოტი.


close დახურვა