logo
ENG



უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა ხერხელი უნივერისტეტში მუშაობას გააგრძელებს

25 იან 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა ხერხელიფორმულასთან“ პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თვითმკვლელობა სცადა. მანანა ხერხელმა აბები იმიტომ დალია, რომ უნივერსიტეტმა მას ხელშეკრულების დარღვევის შესახებ აცნობა და უთხრა რომ მას ა კატეგორიის ხელშეკრულების მიხედვით სხვა უნივერისტეტში  მუშაობის უფლება არ ჰქონდა.  

პროფესორი მენეჯმენტის საფუძვლებს თსუ-ში წლებია კითხულობს და პარალელურად ტექნიკურ უნივერსიტეტში უშტატოდ დოქტურანტ სტუდენტებთან მუშაობს . მანანა ხერხელიფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კონტრაქტის დარღვევა არ უნდოდა.ხერხელი აცხადებს, რომ მას უნივერსიტეტის რექტორიც შეხვდა და გარანტიები მისცა, რომ ის უნივერისტეტში მუშაობას გააგრძელებს. პროფესორის კონტრაქტის დეტალებზე კომენტარი უნივერსიტეტშიც გააკეთეს. საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.


close დახურვა