logo
ENG



უოლკერი: თუ ტრამპი არჩევნებს მოიგებს, ის უკრაინას ურყევად დაუჭერს მხარს

13 ივლ 202418:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/13/txlzkgujehkggrf.png

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ უოლკერის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში დონალდ ტრამპი უკრაინისადმი მხარდაჭერას ურყევად განაგრძობს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი დაგვიანებული სამხედრო მხარდაჭერა აშშ-მექსიკის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

"მე არ მაწუხებს მომავალში უკრაინის მხარდაჭერის საკითხი. ვინაიდან დემოკრატებმა, ისევე როგორც რესპუბლიკელებმა, მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას. დაგვიანებული მხარდაჭერა არა უკრაინას, არამედ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს უკავშირდებოდა. 75% სენატორებისა, მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა სამხრეთის საზღვართან განვითარებული მოვლენები.

პრეზიდენტი ტრამპი თუ არჩევნებს მოიგებს, დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება მტკიცე პოზიცია და უზრუნველყოფს, რომ უკრაინას მიეწოდოს მთელი ის იარაღი და აღჭურვილობა, რაც მას ომის მოსაგებად ესაჭიროება", - თქვა მან. 


close დახურვა