logo
ENG



უპასუხისმგებლო იერარქები - შაბათის ფორმულა

17 ივლ 202122:36
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი მიტროპოლიტი 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე შაბათის ფორმულასთან საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს არ ეკისრება. ის მომხდარს ისევ მედიას აბრალებს. ბოდბელი ეპისკოპოსი გამორიცხავს, რომ ძალადობაში სასულიერო პირები იყვნენ ჩართული. თავად დაშავებული ჟურნალისტის მონათხრობი კი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეუფე იაკობი გვიყვება, რომ ძალადობრივი მოწოდებისთვის სასულიერო პირს, მეუფე სპირიდონს, მხოლოდ სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ასევე დაიცვა მედიაზე თავდასხმებით ცნობილი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონიც.

გადამღებმა ჯგუფმა მეუფეს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა, თუ რატომ მოუწოდა საპატრიარქომ მრევლს 5 ივლისს ქუჩაში გამოსულიყო, თუმცა შეკითხვამ სასულიერო პირი გააღიზიანა და მან შაბათის ფორმულას ოპერატორს კამერის გამორთვა მოსთხოვა.

სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: შაბათის ფორმულას ჟურნალისტი, ნინო შურღაია.

 
 
 

 


close დახურვა