კახა კალაძე დღეს მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე მივიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. თბილისის მერმა პირობა დადო, რომ გამოძიება ყველა დამნაშავე პირს დაადგენს, თუმცა, დედაქალაქის მერს არაფერი უთქვამს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოთხოვნაზე, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს. ფაქტია, ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ კახა კალაძე საქმიანობის გაგრძელებას ტრადიციულად პოლიტიკური ქულების დაწერით ვეღარ შეძლებს, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფები დარწმუნებული არიან, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის უკან თბილისის მერის კორუფციული გადაწვეტილებები დგას, სწორედ ამიტომ ორშაბათიდან ყოველ სამუშაო დღეს მოქალაქეები დილის 9 საათზე მერიასთან შეიკრიბებიან, კალაძეს შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე მოუწევს, ამ პროტესტის კი მთავარი მოთხოვნა აქვს - აიღოს თბილისის მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს.