logo
ENG



ურბანისტები: ხელოვნების მუზეუმის იერსახე არ უნდა შეიცვალოს

13 ივნ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

"ხელოვნების მუზეუმი ისტორიული შენობაა და მისი იერსახე არ უნდა შეიცვალოს", - აცხადებენ ურბანისტები. მათვე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შენობას კვლავინდებურად მუზეუმის ფუნქცია ჰქონდეს. მმართველ გუნდში ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება, რა ბედი ელის ხელოვნების ისტორიის მუზეუმსა და მასში დაცულ ოქროს ფონდს. 

"ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შენობის საძირკველს ჰქონდა პრობლემა სწორედ ამ პანორამის მშენებლობის გამო. უბრალოდ, მაშინ ვერ დავაზუსტეთ ეს ინფორმაცია და თუ ეს რეალურია, ერთადერთი გამოსავალია შენობის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია. მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ 2017 წელს მუზეუმი დაიკეტა, რადგან რეაბილიტაციას აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, თუ მაინც პრობლემაა, მაშინ საგანგაშო ვითარებაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შენობა შენარჩუნდეს და ასევე ჰქონდეს სამუზეუმო ფუნქციაც", - აცხადებს ცირა ელისაშვილი. 

კულტურის ყოფილი მინისტრის თქმით კი, მნიშვნელოვანია ეროვნული საგანძურის დაცვა და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა. 

"აუცილებელია სახელმწიფო საცავებიდან გავიდეს ჩვენი უნიკალური ნივთები, ახლა საუბარია შუა საუკუნეების საგანძურზე. სახელმწიფო მთავარი გარანტიაა იმისა, რომ ისინი დაცული და შენარჩუნებული იყოს. სახელმწიფომ ჩვენს საგანძურს ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რათა ისინი დაცულნი იყვნენ. ამისთვის კი არ უნდა დაიშუროს არც ბიუჯეტი, არც საერთაშორისო გამოცდილება. ამას ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. ამიტომ ქვედა დინებები უფრო აქტიურია, ვიდრე მთავარი მიზანი", - აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 

 


close დახურვა