ურეკში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მამაკაცი ზღვაში 15 აგვისტოს გაუჩინარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გუშინწინ ზღვაში მყოფი ორი მამაკაცი წყლიდან გამოსვლისას დახმარებას ითხოვდა. მაშველებმა ერთის გამოყვანა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და დრონი იყო ჩართული.