logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

15 სექ 202210:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/k5ccjwob8b1sh4v.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს.

"ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტია კიევში.

რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრებს გამართავს და EU-ისა და უკრაინის ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოების საკითხებს განიხილავს.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტი გუშინ, 14 სექტემბერს დააანონსა.


close დახურვა