logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი გუნდი დააკომპლექტა

17 სექ 202413:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/ue14gk2prtguz2a.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი გუნდი დააკომპლექტა.

როგორც ცნობილია, ფონ დერ ლაიენის ევროკომისია 2029 წლამდე იმუშავებს. ის ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი კომისარისაგან შედგება. 

ფონ დერ ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან.

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.

გუშინ, ფრანგმა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა.

ამასთან, ბრეტონი წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა კითხვის ნიშნებს აჩენს. ფრანგული მედია კი ხაზს უსვამს, რომ ბრეტონსა და ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოება როგორც კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე უკვე 5 წლის განმავლობაში გრძელდება.

სრული სია:

  • ურსულა ფონ დერ ლეიენი (გერმანია): ევროკომისიის პრეზიდენტი
  • ტერეზა რიბერა (ესპანეთი): აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სუფთა, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გადასვლისთვის
  • ჰენა ვირკკუნენი (ფინეთი): აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში
  • სტეფან სეჯორნი (საფრანგეთი): აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში
  • როქსანა მინზატუ (რუმინეთი): აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ადამიანური რესურსების, უნარების და გადამზადების საკითხებში
  • რაფაელე ფიტო (იტალია): აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში
  • კაია კალასი (ესტონეთი): საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი
  • მაგნუს ბრუნერი (ავსტრია): მიგრაცია
  • ჰაჯა ლაჰბიბი (ბელგია): მზადყოფნა, კრიზისის მართვა, თანასწორობა
  • ეკატერინა ზაჰარიევა (ბულგარეთი): სტარტაპები, კვლევა და ინოვაცია
  • დუბრავკა სუიცა (ხორვატია): ხმელთაშუაზღვის საკითხებში კომისარი
  • კოსტას კადისი (კვიპროსი): მეთევზეობა და ოკეანეები
  • იოზეფ სიკელა (ჩეხეთი): საერთაშორისო პარტნიორობა
  • დენ იორგენსენი (დანია): ენერგია და საცხოვრებელი
  • აპოსტოლო ციციკოსტასი (საბერძნეთი): მდგრადი ტრანსპორტი და ტურიზმი
  • ოლივერ ვარჰეი (უნგრეთი): ჯანმრთელობა და ცხოველთა კეთილდღეობა
  • მაიკლ მაკგრატი (ირლანდია): დემოკრატია, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა
  • ვალდის დომბროვსკისი (ლატვია): ეკონომიკა და პროდუქტიულობა, განხორციელება და გამარტივება
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა): თავდაცვა და კოსმოსი
  • კრისტოფ ჰანსენი (ლუქსემბურგი): სოფლის მეურნეობა და საკვები
  • გლენ მიკალეფი (მალტა): თაობათაშორისი სამართლიანობა, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი
  • ვოპკე ჰოეკსტრა (ნიდერლანდები): კლიმატი, წმინდა ნულოვანი და სუფთა ზრდა
  • პიოტრ სერაფინი (პოლონეთი): ბიუჯეტი, თაღლითობასთან ბრძოლა, საჯარო ადმინისტრაციები
  • მარია ლუის ალბუკერკი (პორტუგალია): ფინანსური მომსახურება
  • მაროშ შეფჩოვიჩი (სლოვაკეთი): სავაჭრო და ეკონომიკური უსაფრთხოება, ინსტიტუტთაშორისი ურთიერთობები და გამჭვირვალობა
  • მარტა კოსი (სლოვენია): გაფართოება
  • ჯესიკა როსვოლი (შვედეთი): გარემო, წყლის რესურსების მდგრადობა და კონკურენტუნარიანი წრიული ეკონომიკა

close დახურვა