logo
ENG



უსაფრთხოება რეგიონში პრიორიტეტია, ბევრი საქმეა - ელჩი ბაქრაძე დეგნანს რეზიდენციაში შეხვდა

19 ნოე 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

ელჩ კელი დეგნანის რეზიდენციაში აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე მივიდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩებმა თანამშრომლობის სხვადასხვა სპექტრი, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს. 

ფორმულას კითხვას, შეეხო თუ არა მათი საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსებას, ელჩმა კონკრეტულად არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ საკითხები თავდაცვითი მზაობის პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა. 

"ჩვენ 2016 წელს მოვაწერეთ ხელი თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს, 2017 წლიდან ამოქმედდა თავდაცვითი მზაობის პროგრამა. ამის ფარგლებში 3 წელიწადში ერთხელ ვაახლებთ ამ პროგრამას. მოუცავს მიმართულებებს, როგორიცაა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ნატოსთან თავსებადობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. ამ ყველა მიმართულებით იწერება ის საკითხები, რაზეც ვმუშაობთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩის თქმითვე, მსგავსი შეხვედრებით, მთავრობათა შორის ურთიერთობით, საელჩოების მუშაობით, ხელს უწყობენ აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას:

"ამერიკისთვის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება პრიორიტეტია, ამიტომ უსაფრთხოება რეგიონში ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბევრი საქმეა, ბევრი მიმართულებაა".  

მანვე განმარტა, თუ რატომ დარჩა გუშინ საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ფილიპ რიკერი. მისი თქმით, რიკერი განიხილავს საკითხებს, რაც ეხება ევროპასა და ევრაზიას, ამიტომ მისი ვიზიტი არ ყოფილა დაგეგმილი ახლო აღმოსავლეთში, სადაც მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ გაემგზავრა.

"როდესაც ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს იმ საკითხევს რაც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს". 


close დახურვა