logo
ENG



უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ოცნების დეპუტატებისთვის

06 მარ 202319:48
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებამ პარლამენტის შენობაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული არაუფლებამოსილი ხალხი განალაგა და კომიტეტის სხდომა სწორედ მათი დახმარებით დაიწყო. დეპუტატებს დერეფნებში გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევდნენ. პარლამენტის წევრები დარბაზიდანაც გამოაძევეს. ოპოზიციის წინააღმდეგობის შედეგად უმრავლესობას ბიუროს სხდომის ხვალისთვის გადადება მოუწია. ხელისუფლება სწორედ ხვალ დილით ეცდება რუსული კანონპროექტი ბიუროზე გაიტანოს, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყაროს კენჭი. ოპოზიცია წინააღმდეგობას გააგრძელებს. 

 


close დახურვა