logo
ENG



უსაფრთხოების მიზნით თურქმენეთის ავიახაზები მოსკოვში ფრენებს წყვეტს

02 აგვ 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/q31cb2sbp37311p.jpg

რუსეთზე დრონებით თავდასხმის გამო თურქმენეთის ავიახაზები მოსკოვში ფრენებს წყვეტს.

"მოსკოვის საჰაერო ზონაში შექმნილი ვითარების გამო და რისკების შეფასების საფუძველზე, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თურქმენეთის ავიახაზების ყველა ფრენა აშხაბადი-მოსკოვი-აშხაბადი შეჩერდება", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მათი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვის ნაცვლად ქალაქ ყაზანში შეასრულებს.

მოსკოვში შენობებს დრონებით რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 30 ივლისს მოხდა.

 


close დახურვა